რას ვსაქმიანობთ?
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის” დაარსდა 2020 წელს, შიდა ქართლში, კერძოდ გორში. თუმცა ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ყველა რეგიონში ჰიბრიდული ფორმატით – როგორც ფიზკურ სივრცეში, ასევე დისტანციურად. ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია:
• მოქალაქეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და იურიდიული დახმარების გაწევა, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით;
• კვლევების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, დებატების, იმიტირებული პროცესების ჩატარება, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;
• საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ამ გზით კანონის უზენაესობის განმტკიცება;
• საქველმოქმედო საქმიანობა.
ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც პრაქტიკოსმა იურისტებმა, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სამართლით დაინტერესებულმა სხვა პირებმა.